Wednesday, 1 July 2015

ჩემი პორტფოლიო

დღე მეცხრე
ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday, 28 June 2015

დღე VIII
დღეს ორი მოდული გავიარეთ.ვისწავლეთ როგორ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები და როგორ მოვახდინოთ ფასილიტაცია.შევავსეთ პროექტის გეგმის რამდენიმე პუნქტი. კარგი იყო დიფერენცირებულ დავალებებზე მუშაობა. ნახვამდის!

Saturday, 27 June 2015

დღე VII
ამ მოდულში გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, ქულების მინიჭებისა და21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა თუ როგორ გამოვიყენოთ ეს სქემები და რუბრიკები ჩვენს პროექტებში. გავეცანით ახალ საიტს, სადაც განთავსებულია მრავალფეროვანი რუბრიკები. ასევე გავეცანით მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას,-ძალიან საინტერესო რესურსს. დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

Wednesday, 24 June 2015

დღე VI
დღევანდელი დღე ყველაზე ძალიან მომეწონა. დრაივზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ ასევე GOOGLE-ს დოკებში პრეზენტაციის შექმნა, მისი გამოქვეყნება-გაზიარება. ვიმუშავეთ მოსწვლის ნიმუშის შექმნაზე, ვნახეთ ნიმუშები. გავეცანით ასევე პოსტერის შექმნის ხერხებს. ძალიან, ძალიან კმაყოფილი მივდივარ სახლში. მადლობა ნანა, ძვირფასო!

ჩემი პრეზენტაცია

Monday, 22 June 2015

დღე v დღე დაიწყო წინა დღის რეფლექსიით. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები ტრენერისაგან. გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისწავლეთ ინტერნეტში მასალის მოძიება, ლინკების შენახვა. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ნახვამდის!

Sunday, 21 June 2015

დღე IV როგორც ყოველთვის დღე დაიწყო წინა ტრენინგის რეფლექსიით. დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. ტრენერმა მოგვცა დავალება ერთმანეთის დავალებების უკუკავშირი მოგვეხდინა.საინტერესო იყო სხვისი თვალით დანახული საკუთარი პროექტსი დანახვა, რჩევები და რეკომენდაციები უთუოდ წამადგება.ვიმუშავეთ პროექტების შეფასების ფორმებზე. შევავსეთ პროექტის გეგმის რამდენიმე პუნქტი. საინტერესო საშინაო დავალება მივიღეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია უნდა მოვამზადოთ . მოვახდინეთ მოდულის რეფლექსია.ნახვამდის!

I-II მოდულის რეფლექსია

დღე Ι 7.06.2015 ნანა ედიშერაშვილი, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო და საყვარელი პიროვნებაა. მასთან გავლილი მაქვს რამდენიმე ტრენინგი და იქ მიღებულ ცოდნას ყოველთვის ვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში. ამ ტრენინგისგანაც ველოდები ბევრ სიახლეს. პროექტებით სწავლება 21 საუკუნის გამოწვევაა განათლების სფეროში და მინდა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადავცე ჩემს მოსწავლეებს. პროექტებით სწავლება მათ გამოუმუშავებს ისეთ უნარებს, რაც დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებაში. პირველ დღეს გავეცანით ინტელის კურსის ზოგად მიმოხილვას, ვისწავლეთ მის გზამკვლევში ორიენტირება. გავეცანით უცხოელი მასწავლებლების პროექტებს, განვიხილეთ, გავაანალიზეთ და განვსაზღვრეთ რა მოერგებოდა იქიდან ჩვენს საქმიანობას.შევქმენით საქაღალდე ჩვენი პორტფოლიოსათვის. ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია. დღე ΙΙ 14.06.2015 როგორც ყოველთვის მოვახდინეთ წინა დღის რეფლექსია. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, ბროშურებს და მათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას. ვნახეთ ბევრი ნიმუში ბროშურებისა. გავეცანით ვორდის გამოყენების ახალ შესაძლებლობას.შევქმენით ბლოგები, სადაც განვათავსებთ ჩვენს პროექტებს. შევაჯამეთ გავლილი დღე. დღე ΙΙΙ 15.06.2015 მოვახდინეთ პირველი მოდულის რეფლექსია. გავეცანით ახალი მეორე მოდულის საკითხებს. ვიმუშავეთ 21 საუკუნის უნარებსა და საგნობრივ სტანდარტებზე. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. შევავსეთ პროექტის გეგმის ზოგიერთი პუნქტი. გავეცანით კითხვებს: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათისას. ვნახეთ ამ კითხვების ბევრი ვარიანტი. ვივარჯიშეთ ამ კითხვების ჩამოყალიბებასა და დახვეწაზე ჩვენი პროექტებისათვის. დღის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია. დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.